რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) თბილისში, მტკვარში სამძებრო სამაშველო ოპერაციების შედეგად, მაშველებმა 2 დაკარგული ძმიდან ერთ-ერთი მათგანის ცხედრის პოვნა შეძლეს. 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მტკვარში უკვე მეორე დღეა ეძებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×