კოჯრის სამხედრო ნაწილში დაჭრილ ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ამტელ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, ლაშა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში შესვლისას დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მაჭარაშვილის თქმით, პაციენტმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უცნობი პირებმა დაჭრეს. „ჩემთან თქვა, რომ, ვკითხე რა მოხდა, როგორ, კოჯრის სამხედრო ბაზასთან დამჭრა უცნობმა პირმაო,“ - განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.
კოჯრის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის შედეგად 5 ჯარისკაცი დაშავდა, მათგან 2 დაიჭრა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სიგარეტის მოსაწევად სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმყოფებოდნენ.