რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის შესახებაც ჰკითხეს, თუმცა , როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთა შორის არ არის გიორგი მამალაძე.

„გიორგი მამალაძე არ იყო მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომელთა საკითხებსაც განიხილავდა კომისია, შესაბამისად მასზე რეკომენდაციას ვერ წარუდგენდა კომისია პრეზიდენტს, ამასთან გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ",- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×