დღეიდან საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა იკლებს, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
„დღეიდან მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი 4 აგვისტოს ჩათვლით. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მაგრამ ზოგან შესაძლებელია იყოს ძლიერი წვიმაც.
„5 აგვისტოდან შედარებით გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდები იქნება, მაგრამ მაინც 8 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეიდან იკლებს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია 25-30 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში კი 20-25 გრადუსი."
მისი თქმით, სერიოზული ცვლილება და ტემპერატურის კლება არ შეინიშნება და ჩვეულებრივ, მრავალწლიური მონაცემების დაყრდნობის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზული ცვლილება ამ მხრივ არ შეინიშნება.
„ზღვისპირა ქალაქებში მთელი დღე გადაუღებლად არ წვიმს და 5 აგვისტოდან გამოიდარებს. საღამოს არამდგრადი ამინდები იქნება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. სერიოზული ცვლილება არ არის მოსალოდენელი 11 აგვისტომდე. "
მისი თქმით, აგვისტოს დღეებში წინა წლებშიც იყო წვიმიანი ამინდები, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე კლიმატურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
„მრავალწლიური კლიმატური მონაცემებიდან ჩანს, რომ გასულ წლებშიც აგვისტოს თვეში ზღვისპირა რაიონებში 10-11 დღე წვიმიანი ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავსხმა წვიმა იქნება. ეს იქნება საღამოსა და ღამის საათებში."