(რეზონანსი) "ბევრი საუბარი მე მასთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა საქართველოს პატრიარქის. ნუ, არ მსიამოვნებდა ხოლმე და ყოველთვის ვაწყვეტინებდი და ეს მივხვდი მერე, რა არის. ივანიშვილს როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება: "ეს კაცი მგონი მაგალითს ქმნის, როგორ უნდა დაეშვა ფსკერზე დაბლა.
ადრე უცოდველი და კარგი იყო- მეთქი, არავინ ამბობს, მაგრამ ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები, რაც ბოლო დროს დაიწყო მოჭარბებულად, ადრე არ იცოდა" - განაცხადა კაკაბაძემ.