რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომა სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზია. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" არ აქვს რეფორმის პოლიტიკური ნება.

„ნინო გვენეტაძის გადადგომა ჩემთვის სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზია. ის ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლოებში და რომელთან შეხებაც ნინო გვენეტაძეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უწევდა, გამკლავებისთვის არაადამიანურ ძალებს მოითხოვს. ამას ამძიმებს ის, რომ „ქართულ ოცნებას" აშკარად არ აქვს რეფორმის პოლიტიკური ნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო ტყვე - ერთი მხრივ, ამ მოძლიერებული კლანური დაჯგუფებისა და მეორე მხრივ, რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ინერტულობის. ნინო გვენეტაძე, როგორც ახალდანიშნული თავმჯდომარე, რომელმაც გადმოიბარა რეპრესიული სასამართლო სისტემა, ამ სისტემასთან მარტო დარჩა. ამასთან გამკლავება იმხელა ძალებს მოითხოვდა, რომ ჩემთვის გასაგებია, ასე სრულიად მარტო დარჩენილ ადამიანს შეაწუხებდა ჯანმრთელობის ყველანაირი პრობლემა. ძალიან სამწუხაროა და მე პირადად მინდა ნინო გვენეტაძეს თავის მცდელობებისთვის მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×