რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 5 უცნობი ადამიანი თბილისის მერს მიმართავს. მათ სახეზე კახა კალაძის ამობეჭდილი ფოტო ნიღბებად უკეთიათ.

უცნობი ადამიანები ვიდეოში მოსკოვის გამზირზე არიან, სადაც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის პატივსაცემად აბრა გააკრეს.

უცნობი ადამიანები თბილისის მერს მიმართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ "მოსკოვის გამზირს" სახელწოდება არ შეუცვალა: "მე მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქების, ზოგადად ქართველების აზრს. გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი, ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი", - ამბობენ უცნობები კახა კალაძის ვიდეპაროდიაში.

ისინი მერს მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციასაც ახსენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×