რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს.

როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა,ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის უყვარდა.

„თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ტესტი 73 ქულა ავიღე და ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა ბევრი მომზადება. ბოლო რამდენიმე თვე დავდიოდი, რომ რაც პრობლემები მქონდა ეგენი აღმომეფხვრა. მათემატიკა გამომდის. ზოგადი უნარების შედეგები რომ დაიდო, რაც გადავამოწმე ყველაფერი სწორი მქონდა. ვფიქრობდი და ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლება გადაწერაში მქონოდა შეცდომა და რომ დაიდო უკვე პასუხები, საიტით ვნახე. კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო ამ შედეგით"

უნარები არ არის ისეთი საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება და გარკვეულწილად არის უფრო მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ბავშვის უნარ-ჩვევებს ამოწმებს," - ამბობს დევი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×