რეზონანსი
02.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთის არმიის სამხრეთი ოლქის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფები აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ.

წვრთნებში, რომელიც რუსული სამხედრო ბაზის პოლიგონზე მიმდინარეობს, 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ასევე, მასში ჩართულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითებისა და მოტომსროლელთა ქვედანაყოფები.

სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა დანაყოფებს შორის შეთანხმებულ მოქმედებების შემუშავებას დაეთმობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×