რეზონანსი
02.08.2018

 სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დასრულდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის, ინფორმაციით, ის პირები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არასაპატიო მიზეზით აარიდეს თავი, გადამოწმდებიან. მათ მიმართ ჯარიმის ოქმები გამოიწერება და სასამართლოს გზით მოხდება ადმინისტრაციული სახდელის დადება. ფულადი სანქცია 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

"გაწვევის ამ ეტაპზე სასულიერო პირის წევრობის გამო 209 პირმა გადავადების მოთხოვნით მოგვმართა, აქედან, 205-მა პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურია, ხოლო 4-მა სხვასხვა რელიგიური გაერთიანების წევრია. საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო იანვარში და დასრულდა ივნისის ბოლოს. საშემოდგომო გაწვევა კი ჯერ არ დაწყებულა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" მიხეილ თათარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×