რეზონანსი
02.08.2018

 მოხსნეს ან აიძულეს გადამდგარიყო - ასე პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გადაცემა "რეაქციის" წამყვანის შეკითხვას თუ რატომ დატოვა თანამდებობა გვენეტაძემ.

"შესაძლოა მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ არა მგონია ისეთი პრობლემები ჰქონდეს რომ მან თავის მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლაზე თქვა უარი. არა მარტო "ციანიდის საქმე" არამედ ბევრი გარემოების გამო გადადგა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში ძალიან ღრმა კრიზისია. წლებია, რაც ვსაუბრობთ რომ იქ კლანური მმართველობაა. 

რამდენიმე მოსამართლე ცდილობს და მოახერხა კიდეც რომ სასამართლო თავისი გავლენის ქვეშ მოახდინოს. ისინი წყვეტენ, ვინ გაუშვან და ვინ დააწინაურონ. ისინი ასეთი ძლიერები ვერ იქნებოდნენ მმართველი პარტიით რომ არ ჰქონდეთ ზურგი გამაგრებული. ქალბატონი ნინო მთელი ამ პერიოდი განმავლობაში იგნორირებული იყო და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ მის პრეტენზიებსაც ყურადღებას არ აქცევდნენ. წულუკიანი მოსამართლეებს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა და ქალბატონი ნინო არ იყო ხოლმე მიწვეული. მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არაფერს წარმოადგენდა", - განაცხადა გიგაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×