რეზონანსი
02.08.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ ვიდეო მიმართვას აკეთებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი:

„ივანიშვილთან მივიდნენ ელჩები და ძალიან გამჭვირვალედ და ზრდილობიანად აუხსნეს, რომ მისი კანდიდატად დაყენება არ იქნებოდა კარგი და შემდეგ თქვეს, რომ ჩვენ არ დავაყენებთ და სხვას დავუჭერთ მხარსო. გაუჩნდათ იდეა სალომე ზურაბიშვილის და გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არამცთუ კარგი კანდიდატი არ არის, არამედ უბრალოდ, რქიანი ეშმაკია, რადგან ისეთი რაღაცეები აქვს ნალაპარაკები საქართველოს წინააღმდეგ, რომ მეთვითონაც არ ვიცოდი და გაოგნებული ვარ. 

ახლა დაიწყეს აქეთ-იქით ძებნა, პოლოლიკაშვილი, რომელიც იყო ძალიან სუსტი მინისტრი ჩვენს მთავრობაში და გავუშვით... მოკლედ, ეძებენ ჩემს მიერ გაგდებულ კადრებს შორის იქნებ ვინმე იპოვონ, თავისი არავინ ჰყავს. ივანიშვილი ვერ დასვამს ვერავის“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×