რეზონანსი
03.08.2018

 ქუთაისში აზიური ფაროსანას შემწამვლელი ხნარით ფეხმძიმე ქალბატონი მოიწამლა. ანა ჭულუხაძის თქმით, ქალაქის ერთ-ერთ უბან ავანგარდში ღამის პირველ საათზე ერთდროულად დაიწყეს გაფრთხილება და მოქმედება. აღნიშნულის გამო, ნივთიერებამ ქალის ინტოქსიკაცია გამოიწვია.

"ღამის პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს გაფრთხილება და მოქმედება. ორ წუთში, როგორ მომეხერხებინა ოთხი ფანჯრის დაკეტვა. ფეხმძიმედ ვარ და ჩემზე სწრაფად იმოქმედა. რამდენიმე წამში დამეწყო ღებინება და თავის ტკივილები. დღესაც იგივე მდგომარეობაში ვარ. არ მგონია მხოლოდ მე მაწუხებდეს მაღალი ტემპერატურა და ფანჯრებს ღია ვტოვებდე მთელი ღამით", - განუცხადა "იმერეთი ნიუსს" ანა ჭულუხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×