რეზონანსი
03.08.2018

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი „გავლენიან ჯგუფებს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა:

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილად მოულოდნელი. მე ორშაბათს შევხვდი ქალბატონ ნინოს, როდესაც ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა. ის საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე. მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას. ამიტომ მისი ნაბიჯი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო“, – განაცხადა "360 გრადუსში" ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გახდეს თანამდებობიდან გადადგომის ობიექტური მიზეზი, თუმცა მას გვენეტაძესთან პირად საუბრებში არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ გადადგომას აპირებდა.

 „აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმ მოვლენებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, მით უმეტეს თუ რა ხდებოდა გვენეტაძესთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ საზოგადოების და მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან არ გაკეთდა გარკვეული განცხადება და შეფასება გვენეტაძის მაშინდელ განცხადებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×