რეზონანსი
03.08.2018

 "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს რაიმე ნიშნით გააღრმავებენ. ეს გადაწყვეტილება  ორგანიზაციამ "გოგონებისა და ბიჭების წიგნების" ირგვლივ ბოლო დღეებში აგორებული სკანდალის შემდეგ მიიღო.

"პირველ ყოვლისა, გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.

გამომცემლობამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც მათ მიერ გამოცემულმა საბავშვო წიგნებმა, რომლებიც გენდერული ნიშნით იყვნენ დაყოფილნი, საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.

საქმე ეხებოდა "ბიჭების წიგნსა" და "გოგონების წიგნს" - საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის კრებულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×