რეზონანსი
03.08.2018

 სოფელ დუისში მეშვიდე დღეა 54 წლის ოთარ ხანგოშვილს ეძებენ. იგი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოში თანასოფლელთან ერთად ჩეჩნეთიდან ბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციით, პანკისის მკვიდრი  მას შემდეგ დაიკარგა, რაც ერთდღიანი სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

დაკარგულს ოჯახთან ბოლო კონტაქტი ერთი კვირის წინ ჰქონდა. ოთარ ხანგოშვილს ახლობლები ყაზბეგშიც ეძებდნენ, სადაც ის მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ.  ოჯახის ინფორმაციით, ხანგოშვილმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

54 წლის მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ფლობს, შსს, თუმცა უწყებას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×