რეზონანსი
03.08.2018

 ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მეუფე იაკობი კომენტარს არ აკეთებს.

გუშინ მეუფე იაკობმა თქვა, რომ „პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა“.

მეუფე გრიგოლის განცხადებით კი, მას პატრიარქისგან არასდროს სმენია, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.

მიუხედავად იმისა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მიღება ერთად დატოვეს, უცნობია შედგა თუ არა მათ შორის კომუნიკაცია მეუფე გრიგოლის მუქარასა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზის საქმეზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×