გამოცემა „გარდიანი“ ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ჯაშუში ქალია, რომელიც იმავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში.
აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ს საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა „საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული“.
თავის მხრივ, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა უარყო "გარდიანის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია.