რეზონანსი
03.08.2018

 სამტრედიაში ოჯახი 40 წლის ესმა შარტავას მეხუთე დღეა ეძებს. ნათესავების ინფორმაციით, პოლიციამ შაბათს, მანქანა გრიგოლეთში სანაპიროზე იპოვა, რომელშიც წერილი იყო, სადაც ქალბატონი ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა.

"პოლიციამ იპოვა მანქანა სანაპიროზე. ჩემს შვილს სიმსივნე ჰქონდა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძოდა. მანქანაში წერილი დაუტოვებია წარწერით, ჩემი სასუფეველი ზღვის ფსკერზე იქნებაო. ამიტომ გვგონია თავი მოიკლა. ყველას ვთხოვთ ცხედრის პოვნაში დაგვეხმაროს", - აცხადებს დაკარგულის დედა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×