"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანადმებობიდან გადადგომას აფასებს და აცხადებს, რომ ეს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა.
"ჩვენ ვიცით, რომ ნინო გვენეტაძე მუდმივად, საჯაროდაც კი გამოთქვამდა წუხილს, რომ მას ჰქონდა დაპირისპირება მეორე კლანთან ბატონ მურუსიძე-ჩინჩალაძესთნ და გაიმარჯვა ამ კლანმა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით. ამ ეტაპისთვის ბიძინა ივანიშვილის სანდოობის ხარისხი, როგორც ჩანს უფრო მაღალი აქვთ ჩინჩალაძე-მურუსიძეს, ვიდრე ეს ჰქონდა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს.
ძალიან დამცინავი, კომიკური და შეურაცხმყოფელია, როდესაც რეალურ მიზეზს უმალავენ საზოგადოებას . ეს ქალბატონი არის ჯანმრთელი, მხნე რაც მართალია, მართალია. თბილისი არის პატარა ქალაქი ყველამ ყველაფერი ვიცით თუ რა იყო რეალური მიზეზი", - განაცხადა მელიამ.