რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) "გირჩი"-ს ერთი-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს მიმართავს:

"მესამე დღეა "ინბოქსში" მომდის ქება-დიდების "მესიჯები"- როგორი "სუპერ ვარ"...

ჰოდა, ორი რამე მინდა გითხრათ:

ერთი - მადლობას კი გიხდით ყველას ზრდილობისთვის, მაგრამ არ მსიამოვნებს ეს "მესიჯები".

ზოგადად არ მსიამოვნებს როდესაც ვხედავ რომ ადამიანი კუმირს იქმნის და მითუფრო არ მსიამოვნებს ჩემ თავს რომ ვხედავ ამ კუმირის როლში.

მეორე - არაფერი განსაკუთრებული ჩემში არ არის,მეტიც, ყველაფერი რის გამოც მწერთ, "გირჩი"-ს დამსახურებაა და არა ჩემი.

"გირჩი" კი მარტო მე არ ვარ, ბევრი სხვა, ჩემზე ნიჭიერი ადამიანია.

ამიტომ, თუ მადლობის გადახდის სურვილი გაგიჩნდათ, მე ნუ მწერთ, "გირჩი"-ს გვერდს მიწერეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×