(რეზონანსი) "დაიწყებთ ინტერპრეტაციებით, გიპასუხებთ ინტერპრეტაციებით!"-ასე მიმართა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
გიორგი გახარიამ ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე პასუხების ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. მინისტრმა თქვა, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ის დასმულ კითხვებს მოკლე პასუხებს სცემს, თუმცა კომისიის წევრების მხრიდან მისი მიერ გაცემული პასუხების ინტერპრეტირება ხდება.
„ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო, რეალურად მოკლე შეკითხვები მოკლე კომენტარები, ამ თამაშის წესებს ვიღებთ და ნომრალურად გპასუხობთ, როგორც კი თქვენ დაიწყებთ ინტერპრეტაციებს თქვენსას, ინტერპრეტაციებით გიპასუხებთ. ამის საშუალება ჩვენც გვაქვს და უფლებაც. ამიტომ მოკლე პასუხი, მოკლე შეკითხვა"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ წუთებში კომისიის სხდომაზე შს მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს კითხვებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები უსვამენ.