რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) "მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება... ველოდებით დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აღნიშნული კომისიის წევრ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ კითხვით მიმართა - „სწორად გავიგე თუ არა თქვენი მოსაზრება, რომ ამ მშრალ ფაქტებზე დაყრდნობით, არ მიგაჩნიათ საკმარისად ეს მშრალი ფაქტები იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიებაში შესაძლო ჩარევაზე და თანამდებობის პირების შესაძლო უკანონო მოქმედებებზე ამ ჩარევის შედეგად".

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელოდება.

„მესმის დისკუსიის თქვენი ხელოვნება. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის მარტივი - ველოდებით თქვენს დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით", - უპასუხა გიგა ბოკერიას გიორგი გახარიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×