რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა შემოწმდეს რამდენად შეეძლო ფიზიკურად გამხდარ მალხაზ კობაურს ამ ადამიანების მოკვლა და ქალის გაუპატიურება და რამდენად შეეძლო ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს აღნიშნული დანაშაული ჩაედინა.

„გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროში. რეალურად, ბრალდების მხარე ამოწმებს თავის ვერსიას, რამდენად შეეძლო ამ ფიზიკურად გამხდარ და პატარა ადამიანს, რომ ჯერ ორი ადამიანი მოეკლა, მერე გაეუპატიურებინა ქალი და მოეკლა ის. რამდენად შეეძლო ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს გაეკეთებინა ეს",- ამბობს სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×