რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი)შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არსებობდა რეალური რისკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის.

„საქმის კურსში ვარ, რომ გამოვლენილია ახალი გარემოებები. ეს ახალი გარემოებები არის მიმართული სხვა ახალი ფიგურანტების შესაძლო გამოსავლენად. ეს ყველაფერი, რომ დეკემბერში ყოფილიყო გაკეთებული, იგივე შედეგი ვერ იქნებოდა დამდგარი. ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოძიებას აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი არის 1 დეკემბრიდან 30-დეკემბრამდე. პირველი დაკავებიდან მეორე დაკავებამდე იყო ოთხი დღე და ყველას გახსოვთ როგორი ემოციური ფონი იყო. რეალურად არსებობდა რისკი ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის. გამოძიებას ჰქონდა 29-30 დღე. ძირითადი ფიგურანტები იყენებდნენ დუმილის უფლებას და სასამართლოს ბოლო სხდომაზე ისაუბრეს გარკვეულ ჩვენებებზე. ამის შემდეგ, გამოყოფილი საქმის გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, სწორედ ამიტომ გაგრძელდა დაკითხვები და იმ ინფორმაციის შეგროვება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×