რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ყოფილ მთავარ პროკურორს შეკითხვებით მიმართა და დაინტერესდა, თვლის თუ არა ის, რომ მირზა სუბელიანის გადაწყვეტილება დაეტოვებინა პროკურატურაში დაკავებული თანამდებობა სწორი იყო.

შოთაძემ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სუბელიანის ადგილზე ისიც ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც ბოკერიამ ყოფილ მთავარ პროკურორს სუბელიანის დაკითხვის დეტალი შეახსენა, სადაც დაკავებული ამბობს, რომ შოთაძემ პირადად უთხრა რომ არ გადამდგარიყო.

აღნიშნულ საკითხს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×