რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) მოძრაობა "მწვანე სოლიდარობის " დამფუძნებელი და მწერალი, დავით ჩუთლაშვილი Facebook - ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ვანო მერაბიშვილის მოგონებიდან:

"ამასწინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად "პლანის" სუნი მცემს. გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-თქო? იმანაც მომაძახა კი ძაანო. აბა მომაწოდე მეც გავსინჯავ-თქო. მომაწოდა და თან მოაყოლა: "იცოდე ძაან მაგარია და 2 ნაპასზე მეტი არ დაარტყა." გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ, იქნება და პოლიციელი ვარ-მეთქი?

იმან მითხრა, რა იყო ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო.

მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი და ეგრევე მიპასუხა : "აი, ხო გითხარი, ძლიერია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-მეთქი, რა..."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×