რეზონანსი
03.08.2018

 "იმედია, 14 სექტემბრამდე მოკვდები. შეგიძლია თავი ჩამოიხრჩო", – ასე მიმართა პროცესის დასრულების შემდეგ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს მოკლულის დედამ.

პროცესზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტები და კინოლოგი გამოიკითხნენ, რომლებმაც ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევების შესახებ, ასევე იმ დაზიანებებზე, რომლებიც მოკლული გოგონას ცხედარს აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×