თამარ მუკბანიანი
03.08.2018

 საქართველოში, საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება. 32% - ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი.  ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი.  მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა ფაქტობრივად ქრება. 

სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ტერმინში რომელიც ფენაც მოიაზრება, იმ სოციალური ჯგუფის ადამიანები ახლაც არ არსებობენ ქვეყანაში.

"ის კატეგორია, რომელსაც 3000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი არიან დაახლოებით 32 000. მთელ მოსახლეობასთან თანაფარდობაში ეს გამოდის, 1%-ზე ნაკლები. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა, რეალურად კი ასეთი კატეგორია საერთოდაც არ გვყავს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 4 აგვისტოს "რეზონანსში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×