რეზონანსი
03.08.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ნიჟეგოროდის საგამოძიებო კომიტეტის მასალების საფუძველზე, ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, ნიჟეგოროდის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი ვლადიმირ გლუშკოვი.

გამოძიება გლუშკოვდსა და მის ძმას ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავება. კერძოდ, ქრთამი დეპუტატმა ქალაქ ბალახნაში ავტოსადგურის რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემაში აიღო.

რუსეთის გენერალური პროკურატურა გლუშკოვის ექსტრადირებისა და რუსეთის ტერიტორიაზე პასუხისგებაში მიცემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მიმართავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×