რეზონანსი
03.08.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოკითხვა უაზრობა იყო. მისი აზრით, კომისიას წულუკიანმაც მოუგო და მას არაფრისმთქმელი კითხვები დაუსვეს,

"წულუკიანი ამბობს დღეს დადასტურდა რომ ტყუილი ჰაი-ჰუი იყო ჩემი გადადგომის მოთხოვნაო. კომისია ამბობს რაც გვაინტერესებდა ვკითხეთ და ამის მერე ბოღმის ნთხევის საშუალება არ მივეცითო.  მგონია ფორმალურ-არაფრისმთქმელი კითხვები დაუსვეს და ეს რაუნდი ზუსტად ისე როგორც გახარიამ, თეამაც მოუგო კომისიას. საერთოდ რას იბარებდნენ თუ იგნორს გეგმავდნენ?" - კითხულობს ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×