რეზონანსი
03.08.2018

 ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მეუფე იაკობს „საქართველოს ეკლესიის სირცხვილი“ უწოდა. 

„მეუფე იაკობის საქციელი 2013 წლის 17 მაისიდან დღემდე შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ეკლესიის დიდი სირცხვილი და წმინდა სინოდის უხერხულობა. 2017 წლის ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როცა ხელისუფლება და საგამოძიებო უწყებები, მათ შორის საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანცია დასრულდებოდა, შეიქმნებოდა კომისია საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებით შეისწავლიდა მამა გიორგის მდგომარეობას და მის საქმიანობას. შემდეგ საზოგადოებასა და მრევლს ამცნობდა შეფასებას ამ საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან უზენაესმა სასამართლოს მისი პოზიცია უკვე გამოხატა, ყველა ინსტანცია დასრულებულია, საქართველოს საპატრიარქომ ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უნდა იმოქმედოს. უმჯობესი იქნება კომისია არ არ დაელოდოს სინოდის სხდომას და მანამდე შეიკრიბოს. 

როგორც ხედავთ დრო მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს პილატეს სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები. გარკვეული პირები ხელისუფლებამ გაასამართლა, მაგრამ ეკლესიამ შემდეგ ისინი წმინდანად შერაცხა“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×