რეზონანსი
03.08.2018

 ჟურნალისტები გერმანიის კანცლერს უკვე რამდენიმე დღეა, ვერ პოულობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელის ქმარი იოაჰიმ ზაუერი იტალიის ალპებში სათხილამურო კურორტზე ცოლის გარეშე გაემგზავრა. მანამდე ცოლ-ქმარი საზაფხულო შვებულებას ერთად ატარებდა. ამჯერად კი ზაუერი ზოლდენში ოთხვარსკვლავიან სასტუმროში თავის ვაჟთან ერთად დაბინავდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

რაც შეეხება მერკელს, 20 აგვისტომდე მას არანაირი აქტივობა არ ჰქონია დაგეგმილი. ამიტომ ჟურნალისტებისთვის საიდუმლოდ რჩება, თუ რატომ არ წაყვა კანცლერი ქმარს იტალიაში.

მერკელის გაუჩინარებამ საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმისა, რომ მას ოჯახური კრიზისი აქვს. სხვა ვერსიით კი კანცლერი, შესაძლოა, საკუთარ დედასთან, გერლინდა კასნერთან იმყოფებოდეს, რომელსაც ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×