რეზონანსი
03.08.2018

 "ეფლი" გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ ერთ ტრილიონს მიაღწია. 

ამ მხრივ მან დაამარცხა ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან "ამაზონი" და "მაიკროსოფტი", რომელთა ღირებულებაც ბირჟაზე ასევე ტრილიონს უახლოვდებოდა.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს პირველი "აიფონი" გამოვიდა, "ეფლს" აქტივების მოცულობა 1,100%-ით გაიზარდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 1980 წელს კომპანია დაარსდა, მისი აქტივების მოცულობამ 50 000%-ით იმატა. 

"ეფლი" 1976 წელს სტივ ჯობსმა შექმნა, მან თავდაპირველად სახელი გაითქვა "მაკინტოშის" პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო მოგვიანებით კიდევ უფრო პოპულარული "აიფონის" გამოშვებით გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×