რეზონანსი
03.08.2018

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შორაპანში გზის სავალ ნაწილზე მერსედესის ფირმის სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სატვირთოში მოთავსებილი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე გაიბნა. ცენტრალური გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ გზის იგივე მონაკვეთზე ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. მგზავრები არ დაშავებულან. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თვითმხილველები ამბობენ რომ ორივე შემთხვევის მიზეზი ნალექი და გზაზე ავტომობილის მოცურება გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×