რეზონანსი
03.08.2018

 ხმაური იყო სამშენებლო კომპანიაში „სვეტი“- დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს.

ისინი კომპანიის დამფუძნებელთან, გივი ჯიბლაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მენაშენეების თქმით, ჯიბლაძემ ოფისი ისე დატოვა, რომ მათთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში თბილისის მერიის ჩართვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. მენაშენეები „სვეტის“ ოფისის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ გივი ჯიბლაძეს არ შეხვდებიან.

დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×