რეზონანსი
03.08.2018

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძის თქმით, მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ სამართალი ახლოვდება და მიეცემა პასუხისგებაში. ამიტომ მას მუქარის მეტი არაფერი დარჩენია. 

„მეუფე იაკობი რას საუბრობს და რა ტყუილებით საუბრობს, ეს უკვე მისი პრობლემაა, რადგან საზოგადოებამ იცის პატრიარქის პოზიცია. ზურგს უკან ვინ რას საუბრობს, ეს პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, მე მშიშარა ადამიანის პოზიციად მომეჩვენა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარწმუნებულია, რომ უკვე ახლოვდება სამართალი და იმ პიროვნებების ლუსტრაცია, ვინც ამ საქმის უკან იდგა, დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში მიეცემა, რადგან ის არის ამ ბოროტი სქემის დამგეგმავი აქედან გამომდინარე, მას არაფერი დარჩენია მუქარის გარდა“, - განუცხადა "360 გრადუსს" თორნიკე მამალაძემ. 

მანვე მისი და მისი ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×