გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დეკლარაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაია მიმინოშვილის შემოსავლები შეისწავლა და დაადგინა, რომ საჯარო მოხელე კანონს არღვევს.
მაია მიმინოშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხელფასიდან წლიური შემოსავალი 149 ათას ლარზე მეტია, ანუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს, ანაზღაურება თვეში 12 ათას ლარზე მეტი აქვს. ეს მხოლოდ მითითებული შემოსავლებია, ოჯახური ბიზნესის დიდი წილი კი დოკუმენტში არ ჩანს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მასში კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. მიმინოშვილის შვილი და რძალი კონკურსის გარეშე, წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმინოშვილისთვის გადახდილი თანხა დაითვალეს და დაადგინეს, რომ 2010 წლიდან დღემდე მის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე უკვე ჩარიცხულია.