პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი, რომლის პრეტენზიის გამო, ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს, ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატში ჩივის. გიშუნ გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილმა ექიმმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის კითხვებს უპასუხა და 11 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი ახსნა-განმარტება გაფორმდა, სადაც ექიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მან 11 ივნისს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარა, რაც დადასტურებულია ე.წ. ფორმა 100 -ით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორიით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირას“ კითხვებს სახალხო დამცველის პრესსამსახურში არ უპასუხეს.
მანამდე კი, ნინო კვიტაიშვილმა ექიმს ჯანდაცვის სამინისტროში უჩივლა.