შეწყალების მორიგი აქტის გამოცემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბრიგადის გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
"უკვე მეხუთედ ვწერ, რატომაა შეწყალების კომისიის მასალები გასაიდუმლოებული? არ ვითხოვ ვინაობას. გაასაჯაროონ, მაგალითად "გ.მ., 1975 წელს დაბადებული, ორჯერ ნასამართლევი (სტატიები), რა მოტივით და რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ? ეს საქმიანობა არ ეხება საზოგადოებას?
ერთ საპრეზიდენტო ვადაში 3500 პატიმრის შეწყალება მოხდა. რატომ არაა ეს საქმიანობა გამჭვირვალე?
საქართველოში სულ 9 ათასი პატიმარია. ამ კომისიამ 3,5 ათასი შეიწყალა. არ მოქმედებს კრიმინალის დონეზე?
ღმერთის თანაშემწეები ხართ, რომ უვადოს იწყალებთ?
იქნებ დაგვდებენ პატივს და გაგვანდობენ რა სასჯელის გამო ჰქონდა მოქალაქეს მისჯილი უვადო პატიმრობა, რამდენი მოიხადა და რამდენ ხანში უნდა გამოვიდეს, ვინ გაესაუბრა, რაზე დაყრდნობით გადაწყვიტეთ, რომ უსამართლი გადაწყვეტილებაა ან იმსახურებს, რომ უნდა გამოვიდეს გარეთ? თქვენ აგებთ პასუხს?“ - წერს ამირან სალუქვაძე.