რეზონანსი
04.08.2018

 ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა. „ფრანს პრესის“ ცნობით, სამივეს გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, პარასკევს ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია.დაღუპულებიდან ერთ-ერთი ბარსელონაში ცხოვრობდა. ის, სავარაუდოდ, უსახლკარო იყო. კიდევ ორი დაღუპული კი პენსიონერია.

ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. თერმომეტრი რიგ რაიონებში 46 გრადუსს მეტს აჩვენებდა.

ძლიერი სიცხეა ნიდერლანდებში, სადაც ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. უჩვეულო სიცხეა შვედეთშიც. საფრანგეთში კი ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×