რეზონანსი
04.08.2018

 გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფიისა და მათემატიკაში გამოცდების შედეგები დღეს 12 საათზე გამოქვეყნდება.

მანამდე გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 3 აგვისტოს უცხო ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა,

1 დღით ადრე კი - ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან, ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა. 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×