რეზონანსი
04.08.2018

 7 თვეში ტექდათვალიერება 54 ათასმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. პირველად ინსპექტირებაზე 40 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული, ხოლო 14 ათასი გაუმართავი იყო.

"დახარვეზებული 14 ათასიდან მხოლოდ 9 ათასმა მიაკითხა ცენტრებს განმეორებით ინსპექტირებაზე. 5 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება კი განმეორებით ინსპექტირებაზე არ მისულა, რაც ნიშნავს, რომ ისინი დადიან გზაზე", - აცხადებს "ბიპიენთან" ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი.

რაც შეეხება ფაქტს, შეუძლია თუ არა საპატრულო პოლიციას გააკონტროლოს ასეთი ტიპის ავტომობილები, უწყებაში განმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×