რეზონანსი
04.08.2018

 სოციალურ ქსელში აჯა სინჯიკაშვილი არასრულწლოვანი ძმების შესახებ წერს, რომლებიც ავადმყოფ დედასა და ბაბუას უვლიან:

"სასწრაფოდ ყურადღება! ეს ბიჭები დღეს გავიცანით, ძმები არიან და სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობენ. ორივე ერთად მძიმედ ავადმყოფებს - დედას და პაპას უვლიან, ილია 14 წლისაა, ნიკა - 11-ის. დღიურ მუშად მუშაობენ ორივე, რომ ავადმყოფებს საჭმელი და წამალი უყიდონ. მეტი არავინ ჰყავთ და სოციალური დახმარებაც არ აქვთ. არ ეზარებათ მუშაობა და გვთხოვეს - პატარა ტრაქტორს თუ გვიყიდით, ჩვენ თვითონ ვამუშავებთ და დახმარება აღარ დაგვჭირდებაო. ნორმალური პატარა ტრაქტორი 1500 ლარამდე ღირს და შეუძლია ამ ოჯახის ფეხზე დაყენება, როგორც შეძლებთ იქნებ ძმებს დავეხმაროთ, მაგარი ბიჭები არიან და საჭმელს კი არა, სამუშაო საშუალებას გვთხოვენ, რომ ავადმყოფებს მიხედონ. აბა, ჩვენ ვიცით, ზეგ ჩავალ ისევ ბიჭებთან. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი- GE35BG0000000144817300, აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი- GE90TB7603845061100016, აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili" - წერს სინჯიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×