რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი ნიკოს ტოსკასი თანამდებობიდან გადადგა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოსკასს ოპოზიცია აკრიტიკებდა და ტყის ხანძრებთან ბრძოლისას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

ტოსკასის თქმით, მან რამდენიმე დღის წინაც დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც ქვეყნის პრემიერმა არ დააკმაყოფილა. ამჯერად კი, ალექსის ციპრასმა მინისტრის თხოვნა გაითვალისწინა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებისას დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზრდა, დაშავდა 200-მდე ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×