რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, ვინაიდან დღეს, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე, გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×