რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) 5 აგვისტოდან 7 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზღვისპირა ქალაქებში გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში ამბობენ, რომ 8 და 9 აგვისტოს კვლავ გაწვიმდება.

5-7 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი, 34-36 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 აგვისტოს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისშიც, 5 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×