(რეზონანსი) თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან" სატვირთო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ავტომანქანა დაზიანდა.
მსუბუქი დაზიანება მიიღო მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, მას ხელი აქვს მოტეხილი. დანარჩენმა ორმა პირმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს, რადგან უმნიშძვნალო დაზიანება მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.