(რეზონანსი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსულ წვრთნებს თბილისში აფასებენ.
პოლიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის კანონდარღვევაა.
ირაკლი აბესაძე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ წარმოებულ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს.
„ეს არის მორიგი მტკიცებულება რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების ოკუპაციის და მტრული განწყობის. რა თქმა უნდა, ამის საპასუხოდ საქართველომ უნდა გააგრძელოს უფრო აქტიური საერთაშორისო პოლიტიკა და პოზიციონირება იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დავუახლოვდეთ სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეს, როგორც სტანდარტებით, ასევე ჩვენი შესაძლებლობებით," - განაცხადა აბესაძემ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსულ წვრთნებს "ქართული ოცნების" წევრებიც აფასებენ.
დიმიტრი ცქიტიშვილიმა რუსეთის ქმედებას „თავხედობა" უწოდა.
„რუსეთი ამ პროვოკაციებს აგრძელებს, ეს არის მათი ერთგვარი არაადეკვატური პასუხი იმ მოქმედებებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების გამტკიცების გზაზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზაზე და მას უნდა, ეს წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარი ჩვენგან მილიტარისტული ნაბიჯი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.