(რეზონანსი) დღეს ფოთის საკათედრო ტაძარში, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი მოაბრძანეს, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა-კურთხევით და კეთილმორწმუნე ქრისტეანთა ძალისხმევით შეიქმნა. საზეიმო ცერემონიას ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენები ესწრებოდნენ.
პარაკლისი მიტოპოლიტმა გრიგოლმა გადაიხადა. როგორც მან ქადაგებაში აღნიშნა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხატი, ფოთში დაივანებს და იქნება სიმბოლო საქართველოს განახლებისა და მომავალი საყოველთაო აღდგომისა.
„ტაძარი მოგეხსენებათ არის სბრწყინვალე აღდგომის სახელობის და აღდგომა ეს არის ჩვენი ყველას იმედიც, მოლოდინიც და სწორედ ეს რწმენა გვაერთიანებს ქრისტიანებს. შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ წყენა, გაუგებრობა, მაგრამ სიყვარულმა უნდა აჯობოს და გადაწონოს. ხდება ხოლმე , რომ ადამიანი თავისი წყენისა და უკმაყოფილების გამო, ვერ ჯობნის თავის თავში აი იმ მთავარ ღირსებას, რასაც ღვთისადმი ხატება წარმოადგენს და უარს ამბობს იმ წყალობაზე რასაც ღმერთი აძლევს, რადგან ღმერთი არ არის დამსჯელი, ღმერთი არის მოწყალე. გთხოვთ მიიღოთ ეს წყალობა, იმისათვის რომ მივბაძოთ ჩვენი რწმენის წინამძღვარს, ჩვენს იესო ქრისტეს.
ჩვენ აღთქმის მემკვიდრეები ვართ და სწორედ ეს მემკვიდრეობა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ქრისტეში ერთობა გადაგვარჩენს, იმედი მაქვს ამ გზებს არა თუ მოვნახავთ, არამედ მჭიდროდ დავადგებით"_ აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.